აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
არა არგ არდ არე არვ არზ ართ არი არმ არნ არს არტ არფ არქ არღ არშ არჩ არხ

არსენ იყალთოელი

XI-XII ს.ს. ქართველი საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი. წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან. განათლება მიიღო ბიზანტიაში, მანგანის აკადემიაში. მან თარგმნა და ერთ კრებულში მოათავსა ბიზანტიელ მწერალთა სხვადასხვა ნაშრომი, მათ შორის იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა.“ მან თარგმნა აგრეთვე „დიდი სჯულის კანონი“, გიორგი ამარტოელის „ხრონოღრაფი“ და სხვა. მასვე ეკუთვნის სასულიერო ხასიათის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია „ვინ ნაჭარმაგევი მეფენი.“ ა. ი.-ს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. ა, ი. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებაში რელიგიურ-დოგმატური საკითხების გადასაწყვეტად.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9