აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
არა არგ არდ არე არვ არზ ართ არი არმ არნ არს არტ არფ არქ არღ არშ არჩ არხ

არსუკიძე

(1029) ქართველი ხუროთმოძღვარი, მცხეთის სვეტიცხოვლის ამშენებელი. მისი სახელი ამოკვეთილია ორგან: ტაძრის აღმ. ფასადზე შუა თაღის ქვემოთ, მედალიონებში ღა ჩრდ. ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ გამოსახულებით. წარწერა ასეთია: „ხელი მონისა არსუკიძისა, რათა შეუნდვეთ.“ ტაძარი აგებულია 1010-1029 წ.წ. უეჭველია ა.-მ გამოიყენა ძველი (V-VI ს.ს) სვეტიცხოვლის ცალკეული ნაწილები და ფრაგმენტები, მაგრამ არსებითად სრულიად ახალი დამოუკიდებელი ნაწარმოები შექმნა. რაც მოწმობს მთელი იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულ სიმწიფეს და თვით არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას და ოსტატობას. ა. უნდა იყოს ტაძრის დასავლეთით მდებარე კარიბჭის მშენებელიც.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9