ბერძნულ მითოლოგიაში აპოლონის ტყუპისცალი, ზევსისა და ლეტოს ქალიშვილი; ცხოველებისა და ნადირობის (ქალწულობისა და მშობიარობის) მფარველი ქალღმერთი. რომაულ მითოლოგიაში შეესაბამება დიანა. მისი სახელობის ტაძარი ეფესოში მსოფლიოს 7 საოცრებათაგანია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3