აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
არა არგ არდ არე არვ არზ ართ არი არმ არნ არს არტ არფ არქ არღ არშ არჩ არხ

არშუშა

ქვემო ქართლის, ანუ გუგარეთის მთავარი (პიტიახში V ს. შუა წლებში. ქართული და სომხური წყაროების ცნობით, იგი ყოფილა კაცი „ჭკვიანი და გამომრჩეველი“, მშობლიური კულტურის, ქრისტიანული ეკლესიის მოამაგე. დაახლ. 450 წელს, ამიერკავასიაში მაზდეანობა რომ გაევრცელებინათ, ა. ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის დიდებულებთან ერთად ირანში შაჰ იეზდიგერდ II-ის კარზე გაიწვიეს. აქ მისი რჩევით ამ სამი ქვეყნის თავკაცებმა ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და აღიარეს მაზდეანობა, რათა თავიანთი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. ამის შემდეგ შაჰმა ა. ერთხანს მძევლად დაიტოვა. ჩანს, არშუშა თანაუგრძნობდა სომხეთის 450-451 წ. წ. აჯანყებას. მის კარზე თავი შეაფარეს და კარგი განათლება მიიღეს მისი ქვისლის, აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანლის ჰმაიკ მამიკონიანის ვაჟებმა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9