ადამიანთა ცხოვრების წესი, რომელიც ზნეობრივი სრულყოფის მისაღწევად ამ ქვეყნისაგან განდგომას, მიწიერი სურვილებისაგან უკიდურეს თავშეკავებას სხეულის დათრგუნვას გულისხმობს. თითქმის ყველა რელიგია ა.-ს ზნეობრივ იდეალად აცხადებს. ეკლესია აკანონებს ა.-ს; ადამიანის თვითგვემას სისტემატურ სახეს აძლევს. ტანჯვა არის ქრისტიანობის უმაღლესი მცნება. თვითონ ისტორია ქრისტიანობისა კაცობრიობის ტანჯვის ისტორიაა („სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“). რელიგიური ა. არის უარის თქმა არა მარტო ამქვეყნიურ სიამოვნებაზე, არამედ ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაზეც საქართველოში ასკეტური მწერლობის განვითარებას ხელი შეუწყვეს ასურელმა მამებმა
- „გრიგოლ ხანძთელმა ახლად აგებულ ეკლესია-მონასტრებში ზედმიწევნით ასკეტური, ბრძენთაგან განუკითხველი“ წესები დაამკვიდრა“ (სასკ. სახლო);
- „მელქისედეკ კათალიკოსს სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც ეკლესიათა მშენებელსა და უებრო ასკეტს“ („დიდოსტატის მარჯვენა“ - კ. გამს.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3