საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI ს-ში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან „ათორმეტნი“, ან „ათსამეტი ასურელი მაშანი.“ სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ. მათი საქართველოში მოსვლის მიზანი ქრიტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. საქართველოში მათი წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი ყოფილა. პირველად ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ, VI ს-ის შუა ხანებში იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებით, ბოლოს კი აბიბოს ნეკრესელი. გარდა ზემოთ დასახელებულებისა თვალსაჩინო ბა. მ. იყვნენ: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოს სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, იასე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი, ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე. ასურელმა მამებმა აღმ. საქართველოში მრავალი მონასტერი ააშენეს, წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდ. კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და საქართველოს დაუქვემდებარეს. მათი საქმიანობა ხელ,ს უწყობდა და ნიადაგს უმზადებდა განმათავისუფლებელ ბრძოლებს ირანის წინააღმდეგ. მათ მშიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს ცენტრები ქართული მწიგნობრობისა ღა განათლების ცენტრებად იქცნენ. ა. მ.-ს უკიდურესი ასკეტიზმი ახასიათებდა. მათ მიმდევრები ვერ გაიჩინეს საქართველოში. ქართული ასკეტიზმი უფრო ზომიერი იყო, ბერძნულს წააგავდა (თეთრი და შავი სამღვდელოება).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3