ძველბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი, რომელიც დაბადებულია თურმე ზღვის ქაფიდან. ა.-ს შესატყვისია რომაულ მითოლოგიაში ვენერა. ტერმინი ა. მსატვრულ ლიტერატურაში იხმარება სილამაზის, სიტურფისა და სიყვარულის მისანიშნებლად. (იხ. ვენერა მილოსელი).
- „ქოსა და დაღრეკილი მამაკაცებიც ერიენ მათ შორის – ჰერმესსა და აფროდიტეს შორის მარად რომ ირყევიან, ისეთები.“ („დიდოსტატის მარჯვენა“– კ, გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3