აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აფე აფთ აფო აფრ აფხ

აფორიზმი

მოკლედ და მხატვრულად გამოთქმული ბრძნული აზრი, მაღალგონიერი ჩანაფიქრის სხარტი გამოსახვა, რომელშიც განზოგადებულია ხალხური სიბრძნე. (ანდ. ჭილ.)
 
ა. უმეტესად პოეტურია: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ (შ. რუსთაველი)
„უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაუცხვდების“ (დ. გურ.).
„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფულების ძებნაში მკვდარი“ (აკ. წერ.).
„სიცოცხლეს აუგიანსა სიკვდილი მიჯობს ხმალზედა“ (ვაჟა-ფშაველა).
ა. შეიძლება იყოს პროზაულიც: „თუ წუთისოფელს ერთხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა.“
„დაუდუღარ მაჭარს სარქმელი არ დაეხურება.“ (ილ. ჭავჭავაძე).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9