აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აქა აქი აქს აქც

აქილევსის ქუსლი

მითოლ.
აქილევსი ჰომეროსის „ილიადას“ ერთ-ერთი გმირი. დედამ - ზღვის ქალღმერთმა თეტიდამ ა.ა წმინდა მდინარე სტინქსტში აბანავა, უძლეველი და იარაღისაგან უვნებელი რომ ყოფილიყო ბრძოლის დროს, მაგრამ ჩააყირავა ისე რომ ქუსლზე ეკიდა ხელი. ამიტომ სხეულის ეს ნაწილი – ქუსლი, ჯადოსნური წყლით დაუსველებელი, ხელშეუხებლობას, იარაღის მიუკარებლობას მოკლებული დარჩა. ეს ამბავი გაიგო ტროას გმირმა პარისმა, ბრძოლის დროს ისარი ქუსლში მოახვედრა აქილევსს და განგმირა იგი. აქედან გამომდინარე გამოთქმა გადატ. მნიშვნელობით რაიმე სუსტ ადგილს აღნიშნავს. მსგავსი მითიური დეტალი ქართულ ეპოსშიც აისახა,
 
მაგ. „ამირანში“, როცა ამირანს ყამარის მამა შეებრძოლა, ყამარმა მამა გაწირა და ამირანს ასწავლა: ამირან, ცოლ–დედამკვდარო, ომი ვერ იცი კილოსა, მაღლა კი ნუ სცემ სპილოსა, დაბლა შემოჰკარ რბილოსა, ძარღვები დააწყდებიან, დაეცემიან ძიროსა“ („ამირანი“ – ხალს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9