სიყვარულით, პატივით მიღება-გაცილება, ძმური ტრაპეზი) – (ქსე) მიცვალებულთა მოსახსენიებელი პურის ჭამა, სერობა, განკუთვნილი ეკლესია-მონასტრის კრებულისათვის. საწყის იღებს ადრინლელი ქრისტიანობიდან, როცა ეკლესიის წევრები საღამოობით სერობაზე (სიმბოლურად ეს იყო „საიდუმლო სერობის“ მოგონება). ამ დღეს ასრულებდნენ ზიარებას, არჩევდნენ საეკლესიო და საზოგადოებრივ საქმეებს. მოგვიანებით ბ. ეკლესია-მონასტრების გამდიდრების წყარო გახდა, რადგან ხდებოდა ყმების, მამულების, ფულის და სხვათა შეწირვა, რომელიც აღწერილია აღაპების წიგნში. ა.- მა თანდათან დაკარგა დემოკრატიული ხასიათი და მდიდართა ღრეობად იქცა. ამიტომ მისი გამართვა ტაძარში აიკრძალა მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ.
(ქეგლ) წიგნი, სადაც აღნიშნულია ეკლესიის ან მონასტრის შემომწირველთა სახელები და სხვა. ვ. იგივეა, რაც ქელეხი. სერი, მოსახსენებელი, სერობა. ქრისტეს უკანასკნელი სერობის მოსაგონებელი საღამო წირვის დროს მღვდელი ახსენებს განსვენებულებს, რომლებიც სააღაპო რვეულში უწერია. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს ხდება მეცხრე, მეორმოცე დღეს, ნახევარი წლის და წლისთავზე მოსაგონებლის გარდაცვალებიდან. ეკლესიის მოძღვრებით ღმერთი შეისმენს ლოცვას და შეუმსუბუქებს ხვედრს განსვენებულთა სულს.
- „უსაქმო კაცს მოუვიდა მეზობლის კაცი. მამა მოჰკვდომოდა და აწვიეს მოდი მიტირეო და აღაპიც მიჭამეო“ („უსაქმო კაცი“ საბა).
- „ცხედარიც მიპატიოსნე, აღაპ-ქელეხის წესებით“ („ხარი“ – შ. ნიშნ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3