უკიდურესი ფორმალისტური მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში (1914-1924) წწ. დასავლ. ევროპაში) დადა უაზრო სიტყვაა. შემთხვევითი თავმოყრა ბგერებისა. დადაისტის აზრით ინტელექტი, მეხსიერება არცაა საჭირო, რადგან ცხოვრებაში არაფერია ისეთი, ჩასაფიქრებლად ღირდეს. პოეტური სიტყვის გასაფორმებლად დადაისტები ეძებენ უაზრო სიტყვებს, ნეოლოგიზმებს. სიტყვაში აზრი კი არაა საინტერესო, არამედ ბგერების შერწყმა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3