(პირობა) ა. ძირითადი მნიშვნელობა ბიბლიაში იერემიას სიტყვებითაა გამოხატული.(ბიბლ. ენც.) ღმერთი განსაკუთრებულ ურთიერთობას ამყარებს ადამიანებთან და თან ვალდებულებასაც კისრულობს დაიცვას თავისი ხალხი, სანაცვლოდ კი მათგან მორჩილებას მოელის. ბიბლიაში ნახსენებ აღთქმათა უმრავლესობა დადებულია ადამიანსა და ღვთაებას შორის, მაგრამ ძველ ა. იმავდროულად ლაპარაკია ადამიანებს შორის დადებულ აღთქმაზეც. თავად ბიბლია ორი დიდი აღთქმისაგან შედგება – „ძველი“ და „ახალი“ აღთქმა. ძველი ბ. დაიდო სინას მთაზე, როდესაც ღმერთმა თავის ხალხს ათი მცნება უანდერძა – ეს ცხოვრების ძირითადი წესებია ძველ ა. საუბარია სხვა ა.-ზეც. მაგ. ა. (პირობა), რომელიც დადებულ იქნა ნოესთან, რომ ამიერიდან წყლით არასოდეს გაანადგურებდა სოფელს. ამას მოჰყვა აბრაამთან დადებული ა. რომელსაც ღმერთმა აღუთქვა, რომ მის შთამომავლებს მისცემდა მიწა-წყალს, რომელიც მათი სამკვიდრებელი გახდებოდა. ღვთის მიერ თავის რჩეულ ხალხთან დადებული ეს აღთქმა განახლებულ იქნა სინას მთაზე. უკვე ძველ ა-ში ნაწინასწარმეტყველევი ახალი ა. ღმერთსადა ადამიანს შორის დაფუძნებულია მაცხოვრის სიკვდილზე.
- თავად იესო ლაპარაკობდა ამის თაობაზე თავის უკანასკნელ სერობაზე: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში“.
- „მე ვიქნები მათი ღმერთი, ისინი კი ჩემი ხალხი იქნება“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3