ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი. IX ს.-ის 20-იან წლებამდე იყო ქართლის ერისმთავარი. სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო შავშეთ-კლარჯეთში„ რომელიც პოლიტიკურად ბიზანტიას ეკუთვნოდა. ა. ამ ადგილების მფლობელი და ვასალი გახდა ბიზანტიისა. მიიღო ბიზანტიის სამეფო კარის კურაპალატის პატივი. განაახლა და რეზიდენციად გაიხადა ციხესიმაგრე არტანუჯი. მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები. ამ დროიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად გადაინაცვლა აქ, რის გამოც ქართლის ისტორიის ამ ხანას პირობითად ტაო-კლარჯეთის ან „ქართველთა სამეფოს“ პერიოდიც ეწოდება. ა. მოკლეს შინაგამცემლებმა. მისმა მემკვიდრეებმა, რომლებიც „ქართველთა მეფეებად“ იწოდებოდნენ, სათავე დაუდეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.
- „ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა ხელმწიფემან კურაპალატმან დაიპყრა, მრავალნი ქვეყანანი და აღაშენა ციხეი არტანუჯისაი საცხოვრებლად დედოფლისა“ („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – გ. მერჩ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3