სახალხო პოეტი, მუსიკოსი, იმპროვიზატორი, საკუთარი ლექსებით საკრავ ინსტრუმენტზე მომღერალი. საქართველოში ა.- ური პოეზია განვითარდა XVII-XVIII ს. ს. გარდა მოხეტიალე აშუღებისა იყვნენ სამეფო კარის აშუღები. აშუღური პოეზიის წარმომადგენელია ცნობილი აშუღი საიათნოვა, იეთიმ გურჯი, ბეჩარა და სხვ. ი. გრიშაშვილი აღნიშნავს. (ანდ. ჭილ.)
- „ჩვენი აშუღები, ორიოდეს გამოკლებით, არასოდეს არ წერდნენ; ისინი თავიანთი გონების ფირფიტაზე ზეპირად ატარებდნენ მთელი საუკუნის გონებრივ საუნჯეს. ძველი თბილისის ქუჩებში ხშირად ისმოდა რომელსაც მოჯადოებული გამვლელები სულგანაბული უსმენდნენ.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3