(1874-1959) ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე, საქ. სახალხო არტისტი. დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზ. მოღვაწის ნიკ. დადიანის ოჯახში. განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. 1893 წლიდან მსახიობმა დაიწყო ქუთაისის თეატრში. ცნობილია მისი პიესები „მღვიმეში“, „როს ნადიმობდნენ“, „გუშინდელნი“, „კაკალ გულში“. თეთნულდი“, „ნაპერწკლიდან“, „გიორგი რუსი“, რომანი „გვირგვინების ოჯახი“, მოგონებათა წიგნი „რაც გამახსენდა“, აგრეთვე მრაგალი მოთხრობა, ნოველა, ლიტ. კრიტ. და პუბლ. წერილი და თარგმანები ქართული თეატრის სცენაზე აქტიურად იდგმებოდა მისი პიესები. თავად კი 200-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.
- „შალვა დადიანის პიესა „თეთნულდი“ გამოხატავდა ძველი, პატრიარქალური ტრადიციების კვდომას“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3