აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ახა ახმ ახო ახუ

ახალი აღთქმა

„საღვთო წიგნების“ კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“, ანუ 4 სახარება, - მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი; მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი” „ეპისტოლენი წმ. მოციქულ პავლესი და „გამოცხადება იოანესი“, ანუ „აპოკალიფსისი.“ ა.ა-ის შედგენა ახ. წ. I ს. II ნახევარში დაიწყო და გრძელდებოდა მთელი საუკუნე: ყველაზე ადრინდელი ნაწილია „გამოცხადება იოანესი“ ანუ „აპოკალიფსისი” რომელიც ბერძნულ ენაზე შეიქმნა. ვარაუდობენ, რომ ქართულ ენაზე ახალი აღთქმის წიგნები IV ს. II ნახევარში ითარგმნა. სახარება („ევანგელჱ) ი. ცურტაველს აქვს მოხსენიებული „შუშანიკის წამებაში“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9