საგულე, ქართული ხალხური კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. მამაკაცები ახალუხს პერანგზე, ჩოხის ქვეშ იცვამდნენ, ქალები კი კაბის შიგნით. ღილკილოებით შესაკრავი გრძელი სამოსელი.
- „ოტია, გამოწყობილი ყავისფერ ჩოხაში, სატინის წითელწინწკლებიანი ახალუხით, ნათხოვარი ცხენით ჩავიდა ბიაშვილთან.“ („ქამუშაძის გაჭირვება“ – დ. კლდ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3