აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ახა ახმ ახო ახუ

ახმეტელი ალექსანდრე ვასილის ძე

ქ(1886-1937) ართველი რეჟისორი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქ. სახალხო არტისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკ-ტი. თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დ.არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1923 წ. კ. მარჯანიშვილმა მიიწვია თბილისის რუსთაველის სახ. თეატრში. შემდეგ იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი ღა სამხატვრო ხელმძღვანელი. ა. ერთ–ერთი ინიციატორი იყო მსახიობთა კორპორაცია „დურუჯის“ დაარსებისა (1924 წ.) იგი იყო კ. მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი – ს. შანშიაშვილის „ანზორი“, შექსპირის „უინძორელი ცელქი ქალები“, შ. დადიანის „თეთნულდი“, ფ. შილერის „ყაჩაღები“ და სხვა. ა.-ის შემოქმედებაში ვლინდება თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა. როგორც „პოლიტიკურად არასაიმედო ელემენტი“, შეიწირა 1937 წლის რეპრესიებმა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9