და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დაბ დად დავ დაზ დათ დალ დამ დან დაო დარ დას დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაჩ დაძ დაწ დაჭ

დადიანი ცოტნე

საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი XIII ს-ის I ნახევარში. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონგოლთა წინააღმდეგ აჯანყება მონგოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონგოლთა ნოინს მიჰგვარეს. გამოტეხვის მიზნით ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას, მაგრამ როდესაც მან შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ნებაყოფლობით გაიზიარა ამხანაგების ხვედრი. ამ გმირულმა საქციელმა მონგოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9