და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დაბ დად დავ დაზ დათ დალ დამ დან დაო დარ დას დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაჩ დაძ დაწ დაჭ

დავით აღმაშენებელი

(1073-1125) (ქსე) ქართველი ერის ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ როგორც სწორუპოვარმა მეფემ და პოლიტიკურმა მოღვაწემ, არამედ როგორც დიდმა ჰუმანისტმა და პოეტმა. 18 წლის ჭაბუკი ავიდა სამეფო ტახტზე და 16 წლის მანძილზე ბრძნულად უძღვებოდა სახელმწიფოს საჭეს. მას გაპარტახებული სამეფო ჩაბარდა, მაგრამ თავისი გონივრული პოლიტიკისა და ბრწყინვალე სტრატეგიის წყალობით იგი პოლიტიკური და ეკონომიკური სიმტკიცის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა დ. ა.-მა საქართველო გაათავისუფლა უცხო დამპყრობლებისაგან, დაიხსნა მაჰმადიანთა ტყვეობაში მყოფი დედაქალაქი თბილისი, გააფართოვა სამეფოს საზღვრები, განამტკიცა როგორც სახელმწიფო, ისე საეკლესიო შინაგანაწესი. დ. ა. - მა შექმნა მრავალეროვანი სახელმწიფო, სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები ააშენა გელათის ტაძარი, სადაც დააარსა აკადემია. ფილოსოფიურ-თეოლოგიური ცენტრი. დაწერა პოეტური აღსარება „გალობანი სინანულისანი“. მას დასავლეთში და აღმოსავლეთში იცნობდნენ, როგორც უძლიერეს ხელმწიფეს, უზენაესის მიერ საქრისტიანოს მხსნელად მოვლინებულს და ქრისტიანულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დასაფლავებულია გელათში ანდერძის მიხედვით („ფეხი დამადგით“ . ა. კალან.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9