და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დაბ დად დავ დაზ დათ დალ დამ დან დაო დარ დას დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაჩ დაძ დაწ დაჭ

დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა

მიწა-წყალი, რომელიც ტაოს მეფის დავით III-ის ანდერძის თანახმად ბიზანტიის იმპერიას უნდა გადასცემოდა და რომლის გამოც შემდეგში ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. დავით III-ის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერ ტაო ჩრდილო-ბასიანითურთ. 970 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III კურაპალატს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ“ (გიორგი მთაწმინდელი), ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების სამემკვიდრეოდ შენარჩუნების მიზნით დავით I დაუკავშირდა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, მაგრამ მისი დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა ბასილი კეისრისათვის პატიება ეთხოვა და დათანხმებულიყო, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სამფლობელოები ბიზანტიის იმპერიას შეერთებოდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9