გიორგი I-ის მეორე ცოლი, ოსთა მეფის ასული. ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილთან – დემეტრე უფლისწულთან ერთად ცხოვრობდა ანაკოფიის ციხეში. ბაგრატ IV-თან შინადინასტიური ბრძოლის დროს მან და დემეტრემ ანაკოფია ბერძნებს გადასცეს დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ ა. დ. შვილიშვილთან ერთად ოსეთში გადასახლდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3