კლდის ტურფა ქალი. ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში; ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის განმგებელი. იგი უძველესი ქალღმერთია. ფრიად სორცხელი, ვნებიანი და მოსიყვარულე დედა. სიბლავს გამოჩენილ ნადირეებს, სიყვარულის ქსელში ახვევს და წყალობას არ აკლებს, მაგრამ თუ უღალატა, გასცა და გაამხილა, არ დაზვავს გაატანს, ან კლდეზე ინდობს გადაჩეხავს. დალის სიყვარული ნადირობაში წარმატების საწინდარია. კარგ მონადირეზე იტყვიან დალი ჰყავსო. სვანური მითების მიხედვით დალი ზის კლდის ქიმზე და ოქროს სავარცხელით ოქროს თმას ივარცხნის, მღერის ან ჩიგის, მოსთქვამს. მონადირე გამოივლის, დალი ოქროს ნაწნავს გადმოუშვებს და მონადირეს აიყვანს. დაიახლოვებს. როგორც ვნებიანი ქალღმერთი, დალი ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ჩვენი ეროვნული გმირი, ამირანი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3