დანიელ წინასწარმეტველი. (ბიბლ. ენც.) ყმაწვილი ებრაული წარჩინებული გვარიდან, რომელიც მან ბაბილონის ტყვეობაში მოხდა. დ. ყველაფერში ღმერთს ემორჩილებოდა, მკაცრად იცავდა რა იუდეველთა წესებს, მან უარი თქვა სამეფო ულუფაზე. რამაც დასუსტების ნაცვლად ერთგვარად გაამაგრა მისი ფიზიკური ძალა. ღმერთმა დ.-ს უჩვეულო სიბრძნე მიანიჭა იწინასწარმეტყველა ბაბილონის სამეფოს დაღუპვა. ბაბილონი მართლაც დაიპყრეს სპარსელებმა სპარსელების მეფობის დროს დ. მნიშვნელოვან სახელმწიფო მოღვაწედ რჩება შურიანმა დიდკაცებმა მის წინააღმდეგ მოაწყვეს შეთქმულება, მაგრამ იგი ღმერთმა იხსნა განსაცდელისაგან.
- „[მელქისედეკმა] უბრძანა ეზოსმოძღვარს, დაბადება უკითხეო მეცეს. განსაკუთრებით დანიელი, თავი მეოთხე“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
- „[გრიგოლ ხანძთელი] თავით თვისით დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუასა იტყენ, ვითარმედ „პური გულის სათქუმელი არა ვჭამო“ („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – გ. მერჩ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3