(1265-1321)იტალიელი პოეტი. მისი ცხოვრების უმთავრეს ფაქტებს მისივე ნაწარმოებებიდან ვიგებთ. წარმოშობით რომაელ მოქალაქეთა მაღალი ფენიდან ყოფილა. სწავლობდა ბოლონიის უნ-ტის იურიდ. ფაკ.-ზე. გაეცნო არისტოტელეს ეთიკას, ციცერონის რიტორიკას, ჰორაციუსის პოეტიკას, ანტიკურ მწერლობას. სცოდნია რამდენიმე ენა; დაუფლებული ყოფილა თეოლოგიას და მეცნიერების სხვა დარგებს. ლირიკ. კრებულით „ახალი ცხოვრება“ დ.-მ ახალი ეტაპი დაიწყო იტალიის ლიტერატურაში. ამ ქმნილებაში პირველად გამოჩნდა პოეტის მიჯნურის ბეატრიჩეს სახე, რომელიც ბოლომდე გაჰყვა დ.-ს შემოქმედებას. მაგრამ ბეატრიჩე ისე ჰგავს ხატვას, ოცნებას, წარმოსახვას, რომ პოლემიკის საგნად იქცა მისი რეალურად არსებობის ფაქტი „ახალი ცხოვრება“ ავტობიოგრაფიული და ამავე დროს ღრმად ალეგორიული ხასიათის თხზულებაა, რომელშიც ავტორი გადმოსცემს თავის დიდსა და წმინდა სიყვარულს. ბეატრიჩე გაღმერთებულია; იგი არის პოეტური სახეც, ესთეტ. ფორმაც, ამქვეყნიურიც და ღვთაებრივიც. ამ ლირიკულ კრე- ბულში წარმოსახული მიწიერი და ზე- ციური ცხოვრების შეპირისპირება, სიყვარულის ამაღლებული იდეა, დანტესეული სიმბოლიკა და ალეგორია სრულად გაიხსნა გენიალურ პოემაში „ღვთაებრივი კომედია“. დ.-მ მას კომედია უწოდა. „ღვთაებრივი“ პოეტის სიკვდილის შემდეგ დაუმატეს ეპითეტად. ნაწარმოების სიუჟეტი. ქარგა ასეთია: 1300 წელს, ცხოვრების შუაგზაზე პოეტს გზა დაეკარგება უსიერ ტევრში, ხედავს მზის სხივებით განათებულ გორაკს, მაგრამ მისკენ მიმავალ გზას გადაუღობავს სამი მხეცი: ჯიქი, ლომი და ძუ მგელი. მხსნელად მოევლინება ვერგილიუსის ლანდი (ვერგილიუსს სულიერ მასწავლებლად მიიჩნევდა), რომელიც მეგზურობას უწევს მას. ვერგილიუსის მეშვეობით პოეტი შეიცნობს ცოდვასა და შეცდომებს; ჯოჯოხეთში იგი ხედავს ბოროტების ყოველგვარ გამოვლინებას და სასჯელს მათ გამო, ხოლო სალხინებელში შეიცნობს აღსარებისა და მონანიების მდგომარეობას მიწიერი ცოდვებისა და შეცდომებისაგან განწმენდილ პოეტს ვერგილიუსი წარუდგენს ახალ მეგზურს ბეატრიჩეს (რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის განსახიერება). ვისი მეშვეობითაც დ. იხილავს სამოთხეს. დ.-ს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მთელ ევროპულ ლიტერატურაზე. „ღვთაებრივი კომედია“ მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. იგი ქართულად თარგმნეს კ. გამსახურდიამ და კ. ჭიჭინაძემ.
- „ვით სამოთხიდან ალიგიერი მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული“ („სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“ გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3