და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დაბ დად დავ დაზ დათ დალ დამ დან დაო დარ დას დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაჩ დაძ დაწ დაჭ

დასაბამი

სამყაროს შექმნის დასაწყისი, პირველსაწყისი. (საბა) პირველმქმნელი, გინა პირველ- ქმნილი. ჩვენში ქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 5604 წელს ითვლიდნენ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი წინაპრები დათარ-იღებისას იყენებდნენ ბიზანტიურ სისტემასაც, რომლის მიხედვითაც ეს პერიოდი 5508 წლით განისაზღვრებოდა. (იხ. წელთაღრიცხვა).
 
„ხოლო იყო გარდაცვალება ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა შისთასა ასდამეორესა წელსა. ქორონიკონსა ოთხმეოცდაერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხოვრება ესე მისი შემდგომად ოთხმეოცდაათისა წლისა, დასაბამითან გარდასულთა წელთა ექუს ათას ხუთას ორმეოცდამეათოთხმეტსა წელსა“ („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.“
„ასე ყოფილა ჟამის დასაბამიდან“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9