(X ს. 60-იანი წლების დასაწყისი 1014 წ.) გაერთიანებული ფეოდალურ საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი. ტაოს შეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. X ს. დასაწყისიდან შიდა ქართლს აფხაზთა მეფეები ფლობდნენ. 70-იან წლებში შინაფეოდ. ომების შედეგად აფხაზთა სამეფო დასუსტდა. დაიწყო ბრძოლა ქართლისათვის (პოლიტ. ცენტრი უფლისციხე). 975 დავით III კურაპალატი ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, რომელსაც მცირეწლოვანობის გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა ბაგრატის დედა „აფხაზთა“ მეფის შვილი იყო. 976 წელს დავით III-მ და იოანე მარუშისძემ ბაგრატ III აფხაზეთში გაამეფეს. 980 წ. როცა სრულწლოვანი გახდა ბაგრატ III-ე ხელში აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა. მისი უმთავრესი ამოცანა იყო ქვეყნის გაერთიანება. 989 წ. ბაგრატ III-მ დაამარცხა გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო. 1008 წელს გურგენ მეფეთა მეფის გარდაცვალების შემდეგ ბ. III-ემ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილო ნაწილი: შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან ბ. III „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტულს ატარებდა. 1010 წელს ბ. III დაიკავა კახეთ-ჰერეთი. ბოლო წლებში ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანის) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ და აიძულა იგი ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა. გაერთიანების და ერთმეფობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ბ. III ზოგჯერ უკიდურეს ღონისძიებებსაც მიმართავდა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი, ბაგრატ არტანუჯელის ძენი სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში დაამწყვდია, სადაც გარდაიცვალნენ. ბ. III-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. მისი მეფობის დროს აგებულ იქნა ცნობილი ძეგლები – ბედიის მონასტერი, ბაგრატის დაძარი, ნიკორწმინდა და სხვ. XI ს. ქართველი მემატიანე ბ. III-ს „დიდ მეფეს“ უწოდებს. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში. დაკრძალულია ბედიაში.
- „განა მამამზემ და ზვიადმა არ წაიღეს ბაგრატის გვამი ბედიაში დასამარხავად?“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3