და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დაბ დად დავ დაზ დათ დალ დამ დან დაო დარ დას დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაჩ დაძ დაწ დაჭ

დაფნა

დაფნა ბერძნულია, ქართულად რაფინდი ჰქვიან.(საბა); მარადმწვანე ხე ან ბუჩქი, აქვს სურნელოვანი ფოთლები, იყენებენ საჭმლის სანელებლად. დაფნის ტოტი დიდების ნიშანია ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ძველი ბერძნები და რომაელები მარადმწვანე დაფნის ტოტების გვირგვინით ამკობდნენ, აჯილდოებდნენ პოეტურ თუ სხვა შეჯიბრებაში გამარჯვებულს. პირველ რიგში იმპერატორებსა და სარდლებს. თავდაპირველად კი ღმერთების გამოსახულებას. დაფნის გვირგვინით პირველად შეამკეს იულიუს კეისარი, აზიაში ლაშქრობიდან გამარჯვებით დაბრუნების გამო.
 
„უპირველესად მომანიჭეს დაფნა მეფეთა იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.“ („მარტოობა“ – გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9