ძმად გაფიცვა ორ მეგობარს შორის, ძმური კავშირის განმტკიცება, ხელოვნური ნათესაობის დამყარებით. გავრცელებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ხალხებში. გვხვდება ძველ საქართველოშიც. განსაკუთრებით მთაში არსებობდა დ-ის სხვადასხვა წესი: საკლავით დ. ძმად გაფიცვის მსურველები რომელიმე დღეობაზე ხატში (სალოცავში) გავიდოდნენ ნათესავთან ერთად. ხევისბერი მათ და ლოცავდა და საკლავის სისხლს ორივეს აპკურებდა; სისხლის გაზიარებით დ. შინ, ან რომელიმე დღეობაზე თითებს გადაიჭრიდნენ და ერთმანეთზე მიადებდნენ; ფიცვერცხლის ჭამით. დ. არყით, ან ღვინით სავსე თასებში ვერცხლს ჩააფხეკდნენ, თასებს გაცვლიდნენ და გამოცვლიდნენ; ტყვიების გაცვლით დ. ერთმანეთში ტყვიებს გაცვლიდნენ. დ-ის ყველა ამ წესის შესრულებისას აუცილებელი იყო ერთგულების ფიცის დადება. აღნიშნული წესები აღნიშნულია მხატვრულ ლიტერატურაშიც (ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, კ. გამსახურდია). ქალ-ვაჟს შორის და-ძმად გაფიცვაც სათანადო რიტუალის შესრულებით აღინიშნებოდა რძით სავსე თასებში ვერცხლს ჩაფხეკდნენ, თასებს გაცვლიდნენ და შესვამდნენ. და-ძმად უფრო ხშირად დედისერთა ქალები და ვაჟები იფიცებოდნენ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3