(1799-1850) - გენიალური ფრანგი მწერალი. ავტორი საქვეყნოდ ცნობილი რომანების: „გობსეკი“, „ეჟენი გრანდე“, „მამა გორიო“, „შაგრენის ტყავი“ და მრავალი სხვა. ბ. მამამ გლეხური გვარი ბალსა არისტოკრატულ დე ბალზაკად გადაიკეთა და დასახლდა პარიზში. ბ. სწავლობდა ჯერ პანსიონში, შემდეგ კოლეჯში, სორბონის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს ლიტერატურაზე. მან ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება იყო ლიტერატურა. განმარტოვდა მანსარდაში და წერას შეუდგა. ბ.-მა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა. დატოვა 85 მდე თხზულების მონახაზი, შექმნა 2000-მდე პერსონაჟიანი ეპოპეა. მთელი საზოგადოება შექმნა, რომელთა ცხოვრების ფილოსოფია შეაგროვა ბურჟუაზიული საზოგადოების ყოფიდან. „ადამიანური კომედია“ ბ-მა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ საპირისპიროდ შეარქვა თავის ქმნილებას. მან აქ მხატვრული ასახვის ობიექტად მოგვცა ამქვეყნიურობა, ე. თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება და მისი მხატვრული სინთეზი. თავისი შემოქმედებით ბალზაკმა სათავე დაუდო მსოფლიო ლიტერატურაში რეალიზმს. მის შემოქმედებაში შეინიშნება ქართული თემატიკით დაინტერესების კვალი. „ოქროსფერთვალება ქალიშვილი“, „უცხო შედევრი“, რომელიც ითარგმნა ქართულად XX ს-ის 30-იან წლებში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3