(1867-1942) (ქსე) რუსი პოეტი, ერთ-ერთი პირველი რუსი სიმბოლისტი; იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათ შორის საქართველოში 1ი7 წელს. აქვეყნებდა მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, წერილებს, ლექსებს. მან დიდი როლი შეასრულა რუსულ ენაზე მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა (შელლი, ჯ. ბაირონი, უ.შექსპირი, უ.უიტმენი, ე.პო და სხვა) თარგმნაში. 1913 წელს იგი უორდროპისეული თარგმანით გაეცნო „ვეფხისტყაოსანს“ და აღტაცებული დარჩა, სამჯერ ესტუმრა საქართველოს; სწავლობდა ქართულ ენას. რუსეთის მრავალ ქალაქში წაიკითხა ლექციები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. დაწერა სტატიები:შ. რუსთაველი და მსოფლიოს სხვა გენიოსები, როგორც „მიჯნურობის მომღერალნი“, „წმ. ნინო“, „ჯეჯილი“, „რუსთაველი“, „სალამი კავკასიას.“ „ვეფხისტყაოსანი“ ბ.-მა თარგმნა 1915-17 წლებში. ეს იყო პოემის პირველი სრული პოეტური თარგმანი რუსულ ენაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3