ქართული ხალხური ზღაპრის პოპულარული პერსონაჟი, ადამიანის მსგავსი ფანტასტიკური არსება, ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი (3, 9, 100-თავიანი); განასახიერებს ბოროტ ძალას. დევი მზეთუნახავებს იტაცებს და ქვესკნელში მალავს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3