ლითონის რკალი, რომელსაც იკეთებს მხედარი ფეხსაცმლის ქუსლზე ცხენის საჩხვლეტად, გასარეკად.
- „ვარდანი ცალ დეზს ატარებდა მარჯვენა ფეხზე.“
- „დეზი ჰკრა თავის ულაყს გიორგიმ. ხევის სიღრმეში შეაგდო იგი“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
- „სოლომანი გულამღვრეული მოაჩაქჩაქებდა აღმართ-დაღმართებში თავის ჯორს და წამდაუწუმ დეზებს სცემდა პირუტყვს.“ (დ. კლდ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3