საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანას მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია „ფანაკის“ სახელწოდებით. VI ს. შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე I-ის დროს დაარსდა ბანას საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. ზოგჯერ ბანა მეფეთა სამყოფი იყო. X-XI ს.ს. აქ მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა. ბანას ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3