და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დებ დეგ დედ დევ დეზ დეკ დელ დემ დენ დეპ დერ დეს დეტ დეფ

დეკაბრისტები

რუსი რევოლუციონერები, რომლებიც 1825 წ. დეკემბერში აჯანყდნენ თვითმპყრობელობისა და ბატონყმობის წინააღმდეგ. დეკაბრისტების მოძრაობა განაპირობა ფეოდალურ-ბატონყმური წყობილების რღვევაში დეკაბრისტების მოძრაობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული 1812 წ. სამამულო ომთან, რომელმაც საზოგადოებაში უდიდესი პატრიოტული აღმავლობა გამოიწვია. ნიკოლოზ I სასტიკად გაუსწორდა მათ ჩამოხრჩობითა და გადასახლებით. ნ დეკაბრისტი (პესტელი, რილეევი, კახოვსკი, მურავიოვ-აბისტოლი და ბესტუჟევ-რიუმინი) ჩამოახრჩვეს. ნაწილი ციმბირში გადაასახლეს, ნაწილი კი კავკასიაში. ასე მოხვდა საქართველოში სხვებთან ერთ-ად ალ. გრიბოედოვი. დეკაბრისტებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ რომანტიკოსებს, 1832 წ. შეთქმულების მონაწილეებს. გრ. ორბელიანმა თარგმნა კ. რილეევის „ნალივაიკოს აღსარება.“
 
„ბერმა დეკაბრისტების აჯანყების ამბავი გაიგო, სიარულის მაგიერ სირბილი დაიწყო“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9