(1660–1731) ინგლისელი მწერალი. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩნდა პამფლეტებით. მისი ნაწარმოებები ძირითადად სათავგადასავლო ჟანრისაა. აღიარება მოუტანა რომანმა „რობინზონ კრუზო.“ მან ამ ნაწარმოებით მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. ქართულად თარგმნა 1086 წ. მ. ჯაჯანაშვილმა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3