მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა იერარქიაში მესამე ჩინი ადრეული ქრისტიანობის ხანაში. დიაკონი თემის სამეურნეო საქმიანობას უძღვებოდა. მოგვიანებით ეპარქიის მართვაში ეპისკოპოსის თანაშემწე და ეპისკოპოსსა და სამწყსოს შორის შუამავალი იყო. XIX ს. II ნახ.-დან საეკლესიო იერარქიის ქვედა საფეხურზე იმყოფებოდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3