ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბაგრატ IV

ბერძნ.
(I018-I072) (ქსე) საქართველოს მეფე 1027 წლიდან. გიორგი 1-ის და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი. 1022-1025 წლებში მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. ბ. IV-ისა და მისი სამეფო კარის უმთავრესი ამოცანა იყო სახელმწიფოს დაცვა ბიზანტიელი და თურქსელჯუკი დამპყრობლებისაგან, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან აზნაურთა წინააღმდეგობის და@“-ჯევა და საქართველოს ერთიანი სამეფოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწა-წყლის შემოერთება. ბ. IV-მ იბრძოლა თბილისის, ანისისა და ანაკოფიის დასაბრუნებლად. მას ოპოზიციაში ედგა ლიპარიტ IV ბაღვაში. ბ. IV-ე შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და დიდგვაროვან ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. მის დროს მომზადდა ნიადაგი თბილისის საამიროს და კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. ბ. IV დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურასა ღა სწავლა-აღზრდას. მისი მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა. ბ. IV გარდაიცვალა ქართლში. ანდერძის თანახმად დასაფლავებულია ჭყონდიდში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9