ქ. თბილისის ერთ-ერთი რაიონი. დ.-ს ეძახდნენ იმ მინდორს, სადაც ახლა არის ნემენცის კოლონია. მუშთაიდის ბაღი და მინდორი ავჭალისაკენ. წარმოდგება სახელწოდებისაგან „დიდი უბე“, უ. ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. ამ მიდამოების ძველი სახელწოდებაა „ცხენის ტერფი“ (VI ს.). დ. XII ს.- ში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის (1195) შემდეგ აქ გამართულ სახალხო ზეიმს აგვიღწერს. დ.-ში იდგა თამარ მეფის ერთ-ერთი სასახლე (სადაც შედგა მისი მეორე ქორწილი) და კარის ეკლესია.
- „თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა დიდუბეს ლაშქარი" („სადღეგრძელო“ – გრ. ორბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3