(ქსე) ანტიკური საზეიმო ლირიკის ჟანრი. ხალხური ორგიული ჰიმნი, სახოტბო ლირიკული ლექსი, რომელიც მიმიკური მოძრაობით სრულდებოდა კორინთში, მეტწილად რთველის დროს ნაყოფიერების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად. დ.-ის შესრულებისას გუნდს გამოეყოფოდა წამომწყები. შემდგომში დ. საფუძვლად დაედო ანტიკურ ტრაგედიას.