ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბანიანი სახლი

ხალხურ არქიტექტურაში გავრცელებული მიწური სახურავით ბანით გადახურული ერდოიანი სახლი. მოყვანილობის მიხედვით ორ ტიპად იყოფა გვირგვინიანი და ბრტყელბანიანი. კონსტრუქციული თავისებურების ერდოდან განათების გამო შესაძლებელია ბ. ს.ს ორივე მხრიდან მიეშენოს სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობა ბოსელი, საბძელი, სათონე, მარანი. ბ. ს. ძირითადად გავრცელებულია აღმ.საქართველოში, აგრეთვე, კავკასიის, მცირე და შუა აზიის ზოგიერთ ხალხში. „[იოსება] ზამთარში ფეხშიშველი გამოვიდოდა თავიანთი ბანიანი სახლიდან, დაიჭერდა მჭადის ნატეხს, დაჯდებოდა და თან მღეროდა.“ („უშიშარი ბიჭი იოსება“ რ. ინან.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9