ანტიკური ქალაქი კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე (ახლანდელი სოხუმის ადგილზე). დააარსეს ბერძენმა მოახალშენეებმა, მილეტელებმა ძვ. წ. VI ს.-ში. დ. მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობდა მარილით, პირუტყვით, ცვილით, პურით, მონებით. ახ. წ. I ს.-ში რომის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. ამ დროს აშენდა ციხე-სიმაგრე, რომელშიც რომაელთა მუდმივი გარნიზონი იდგა, ქალაქს კი სებასტოპოლისი ეწოდა. დ.-ის აყვავების ხანა იყო II-I ს.ს. მისი დაქვეითება IV ს.-დან იწყება. ციხესიმაგრე არსებობდა VI ს.- მდე. ზღვის ნაპირის დაწევისა და ზღვის შემოჭრის შედეგად დ-ის ნანგრევები ამჟამად სოხუმის ყურის ფსკერზეა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3