ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს ორ ბუნებას — ადამიანურსა და ღვთიურს. მისი საპირისპიროა მონოფიზიტობა. როგორც დოქტრინა, გაფორმდა ქალკედონიის საეკლესიო კრებაზე 451 წ. აქედან ქალკედონობა მეორე სახელწოდებაა, საიდანაც ახალი ქრისტოლოგიური განმარტება მიიღო: ქრისტეში მოცემულია ერთმანეთისაგან განსხვავებული ბუნება ღვთაებრივი და ადამიანური. ქართული ეკლესია დვინის საეკლესიო კრებაზე (506) ჩაება მსოფლიო ეკლესიაში მიმდინარე ქრისტოლოგიურ პოლემიკაში და მონოფიზიტებთან შემრიგებლური პოზიცია დაიკავა. VII ს-დან ქართული ეკლესიის მრწამსი დიოფიზიტურია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3