ლექსთწყობაში არასრული, არაზუსტი რითმა. არაზუსტი რითმის ისეთი სახეობა, როცა მახვილიანი ხმოვნები განსხვავებულია: „ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი“ (გ. ტაბ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3