(1802-1870)— ფრანგი მწერალი რესპუბლიკის გენერლის შვილი მუშაობდა კლერკად სანოტარო კანტორაში 325 წელს გამოაქვეყნა ვოდევილი „ნადირობა და სიყვარული“ 1829 წელს დაიდგა დ.-ს დრამა „ანრი II და მისი სასახლე“ რომელმაც პრაქტიკულად დააგვირგვინა რომანტიკოსთა გამარჯვება კლასიციზმის ეპიგონებთან ბრძოლაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სათავგადასავლო და ისტორიულმა რომანებმა: „იზაბელა ბავარიელი,“ „სამი მუშკეტერი,“ „ოცი წლის შემდეგ,“ „გრაფი მონტე-კრისტო,“ „დედოფალი მარგო,“ „ქალბატონი დე მონსორო.“ დ.-ს ლიტერატურული მემკვიდრეობა დიდია. მრავალი პიესისა და რომანის გარდა, მას ეკუთვნის მემუარები, მოგზაურობის ჩანაწერები, რომელთა შორისაა კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3