და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დია დიბ დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დიუმა ალექსანდრ (შვილი)

(1824-95) ფრანგი მწერალი ფრანგული აკადემიის წევრი. მისი პირველი ლექსების კრებული იყო „ახალგაზრდობის ცოდვები.“ სახელი გაუთქვა რომანმა „ქალი კამელიებით“, რომელიც შემდეგ გადააკეთა პიესად „მარგარიტა გოტიე“ (რომლის სიუჟეტზე ჯ. ვერდიმ შექმნა ოპერა „ტრავიატა“). დ. რომანში თანაუგრძნობს კურტიზან ქალს, მაგრამ მომდევნო ნაწარმოებებში ამ სოციალურ ტიპში ხედავს მრავალი საზ. ბოროტების მიზეზს. საქართველოში დ.-ს იცნობდნენ მის სიცოცხლეშივე. 1895 წ. ახალ სენაკში გამოქვეყნდა ნ. ბადრიძის მიერ თარგმნილი „მარგარიტა გოტიე." რომანი დიდი წარმატებით იდგმებოდა მარჯანიშვილის სახ. თეატრში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9