და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დობ დოგ დოდ დოკ დოლ დომ დონ დორ დოს დოშ დოჩ

დოგმატიკა

ქრისტიანული სასულიერო მწერლობის დარგი, მოძღვრება საღვთისმეტყველო დოგმების შესახებ მასში გადმოცემულია ქრისტიანობის ფილოსოფიური არსი. დ. წარმოიშვა წარმართობის, იუდაიზმისა და მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცების მიზნით. დ. ქართული სასულიერო მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. დოგმატიკური თხზულებები თარგმნეს X-XII ს. ს. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა. მანვე თარგმნა და შეადგინა ორიგინალური კრებული „დოგმატიკონი,“ რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი ხანის ქართულ მწერლობაზე. XVII-XVIII სს. საქართველოში იწერებოდა „კატეხიზმოს“ ტიპის სახელმძღვანელოები. მათ შორის მნიშვნელოვანია ს. ს. ორბელიანის „საქრისტიანო მოძღვრება“ („სამოთხის კარი“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9