ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბარათაშვილი მამუკა

(XVIII ს.) (ქ. მწ.) პოეტი, ვახტანგ VI-ის ამალის წევრი. საქართველოდან გარდახვეწილი; ცხოვრობდა ჯერ ასტრახანში, შემდეგ მოსკოვში. ჩაბმული იყო რუსეთში მყოფ ქართველ ბატონიშვილთა ლიტერატურულ საქმიანობაში მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ მისიებში. ბ.-მა 1711 წ. დაწერა ჩვენამდე მოღწეული ქართული თეორიულ-ლიტერატურული ნაშრომი, პოეტიკის სახელმძღვანელო „ჭაშნიკი“ ანუ „ლექსის სწავლის წიგნი“ წიგნის | ნაწილი ზოგად საკითხებს შეიცავს, II-ში კონკრეტული ნიმუშების მოხმობით განხილულია ქართული ლექსის სხვადასხვა ფორმა და საზომი. ავტორი პოეზიის უტილიტარულ კონცეფციებს მიჰყვება, პოეზიის უმთავრეს ღირსებად დიდაქტიკას მიიჩნევს. მისი აზრით, პოეზიამ უნდა დანერგოს სიკეთე კეთილის ჩვენებით და არა ბოროტების განქიქებით. ლექსის სრულყოფისათვის საჭიროა „ღრამატიკისა და რიტორიკის“ დაუფლება, პოეტს მოეთხოვება „სიტყვის სიმარჯვე“ და „ცოდნა“. „ჭაშნიკში“ აუგად არის მოხსენიებული პოეტები რომლებსაც „თათრის ზღაპრები გაულექსავთ მსმენელთ საზიანოდ და მთქმელთ სააუგოდ.“ პოლემიკა მიმართულია სპარსოფილთა წინააღმდეგ.
იხ. აგრეთვე: „ჭაშნიკი“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9