ძველი ესპანური ლეგენდის პერსონაჟი; მსოფლიო ლიტერატურაში სასიყვარულო ფათერაკებით გართული, მრუში და მაცდური რაინდის პოპულარულ სახედ იქცა სევილიის ქრონიკა მოგვითხრობს, მეფის კარისკაცმა დონ ჟუან ტენორიომ როგორ გაიტაცა კომანდორის ასული და როგორ მოკლა მამამისი. თავად დონ ჟუანის სიკვდილი (იგი ბერებმა მოკლეს შურისძიების მიზნით კომანდორის ძეგლის სასწაულმოქმედებას მიაწერეს. დ. ჟ.-ის სახემ შემდეგში ახალი სახე შეიძინა — გადაიქცა მეამბოხე ინდივიდუალისტად. დაუკავშირდა ამა თუ იმ ეპოქის სოც.-მორალურ პრობლემატიკას. (მოლიერი, ბაირონი, პუშკინი, მოცარტი) არშიყობას გადაგებული მამაკაცი მუსუსი; ესპანური თქმულებისა და ბევრი ლიტერატურული ნაწარმოების გმირი. კ. გამსახურდიას გიმნაზიაში ხუმრობით „დონ ჟუანი“ შეარქვეს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3