ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი; მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი). მისი კვლევის ობიექტი ძირითადად XI-XVIII სს. ქართული სასულიერო მწერლობაა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, შავთელს, თეიმურაზ I-ს, ს. ს. ორბელიანს, დ. გურამიშვილს, ბესიკსა და სხვა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია „ამირან-დარეჯანიანის ორიგინალობის საკითხი, „რუსუდანიანის“ ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობებს. ბ.-ს დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი „ქილილა და დამანას“ ქართული ვერსიების შესახებ და ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“ აკადემიკოს კ. კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3